Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო გვენეტაძემ ფიცი დადო


უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ პარლამენტის წინაშე ფიცი დადო. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და პარლამენტის შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა. პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე 88 ხმით, ერთხმად აირჩია. მან ამ პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვალა.

XS
SM
MD
LG