Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა პარლამენტის დეპუტატი, ეკონომისტი არტურ მიქვაბია. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ. ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენისას, ხაჯიმბამ სოხუმში მინისტრთა მოვალეობის შემსრულებლებს უთხრა, რომ „მოთხოვნები გამკაცრდება“ და მოხდება ცვლილებები, რომლებზეც ის საუბრობდა. ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, მან თავისი დავალების შესახებ სულ „რამდენიმე წუთის წინ“ შეიტყო.

XS
SM
MD
LG