Accessibility links

logo-print

გერმანიამ დაგმო რუსეთის მიერ სეპარატისტულ რეგიონთან შეთანხმების გაფორმება


გერმანიის მთავრობამ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ, სამხრეთ ოსეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, ქრისტიანე ვირცმა თქვა 20 მარტს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და აძლიერებს საქართველოს შეშფოთებას რუსეთის მხრიდან „მცოცავი ანექსიის“ შესახებ. მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებად წოდებული დოკუმენტი კრემლთან ცხინვალის დე ფაქტო მმართველმა, ლეონიდ თიბილოვმა გააფორმა 18 მარტს. დოკუმენტი დაგმეს აშშ-მა და მთლიანად ევროკავშირმაც.

XS
SM
MD
LG