Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა გადაჭრით დაგმო ტერაქტები სირიაში


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გადაჭრით დაგმო თავდასხმები ჰასეკეში, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ტერაქტების დროს ათეულობით ადამიანი დაიხოცა. თავდასხმა მოხდა ქურთთა თემზე, როცა ისისნი ახალ წლის მოსვლას ზეიმობდნენ, ნავროზობას აღნიშნავდნენ. ბან კი მუნის განცხადებაში ნათქვამია, „საზარელი თავდასხმა მოხდა პერიოდში, როცა ქურთთა თემის წევრები ერთად იკრიბებიან და ახალი წლის დადგომისას ერთმანეთს იმედს უზიარებენ“. ლონდონშიდაფუძნებულისიერლთა სამეთვალყურეო სამსახურის ცნობით, თვითმკვლელთა მიერ მოწყობილი ორი აფეთქების მსხვერპლი გახდა 45 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ასამდე იქ მყოფი დაშავდა. სირიის ამ რეგიონში არაერთი ექსტრემისტული ჯგუფი მოქმედებს. ვინ დგას ამ ტერაქტების უკან, არ არის გარკვეული.

XS
SM
MD
LG