Accessibility links

ბელორუსიამ უარყო ბრალდება, რომ ლიბიელ მეამბოხეებს იარაღი მიაწოდა


ბელორუსიამ განაცხადა, რომ უარყოფს ბრალდებას, თითქოს ლიბიელი მეამბოხეებისთვის იარაღი მიეწოდებინოს და ამით დაერღვიოს გაეროს ემბარგო. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, დმიტრი მიროჩნიკის თანახმად, მინსკმა იარაღი მიაწოდა ლიბიის მთავრობას და ამის თაობაზე არსებობდა გაეროს თანხმობა. მისი თქმით, შარშან ბელორუსიამ შეწყვიტა ლიბიაში იარაღის გაგზავნა, უსაფრთხოების ვითარების გაუარესების გამო.

XS
SM
MD
LG