Accessibility links

logo-print

ბრენანი თვლის, რომ ისლამური სახელმწიფო შეჩერებულია


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი, ამერიკულ ტელეარხ ფოქს ნიუზთან ინტერვიუში, აცხადებს, რომ აშშ-ის ავიაციამ და ერაყის მთავრობის ჯარმა შეაჩერა ექსტრემისტული გაერთიანება ისლამური სახელმწიფოს წინსვლა. ჯონ ბრენანმა თქვა, რომ ექსტრემისტული გაერთიანება აღარ მიდის წინ, არც ერაყში და არც სირიაში, ის შეჩერებულია. მან დიდი წინსვლა უწოდა ერაყელებთან აშშ-ის თანამშრომლობას და ერაყელების მცდელობას წინ აღდგომოდნენ ისლამისტურ გაერთიანებას შემოდგომიდან მოყოლებული. ბრენანმა დასძინა, რომ ირანის დახმარების მიუხედავად, მას არ შეუძლია ირანი მოკავშირედ განიხილოს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG