Accessibility links

logo-print

ბრიტანელი დიპლომატი: რუსეთმა უკრაინას ყირიმი უნდა დააბრუნოს


ბრიტანეთის უმაღლესი რანგის დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთმა ყირიმი უნდა დაუბრუნოს უკრაინას. საგარეო საქმეა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა კრემლის მიერ ძალით ნახევარკუნძულის ანექსიას უწოდა "სრულიად მიუღებელი". 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსია იყო უკანონო და არალეგიტიმური და ასევე რჩება უკანონოდ და არალეგიტიმურად 2015 წლის მარტში, დაწერა ჰემონდმა თავის განცხადებაში ბრიტანეთის და საგარეო და თანამეგობრობის უწყების ვებსაიტზე.

XS
SM
MD
LG