Accessibility links

logo-print

ჯონ ბრენანმა ილაპარაკა აშშ-ის შესაძლებლობებზე - შეაჩეროს ირანი


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორ ჯონ ბრენანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია უზრუნველყოს, რომ ირანმა ვერ შექმნას ბირთვული იარაღი და რომ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან „უზარმაზარი საფასურის“ გადახდა მოუწევთ, თუკი შეეცდებიან ბირთვული იარაღის შექმნას. 22 მარტს „ფოქს ნიუსის“ ეთერში ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სხვადასხვა გზით შეუძლია ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევის თავიდან აცილება. ირანსა და მსოფლიოს ექვსეულს (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და აშშ) 31 მარტამდე აქვს ვადა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმებისთვის. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ჯონ ბრენანის განცხადებით, თუკი ირანის ხელისუფლება შეეცდება ბირთვული პროგრამის შექმნას, „მათ იციან, რომ ამას თავიანთი რისკის ფასად გააკეთებენ“. ბრენანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის დაზვერვას აქვს „უკეთესი გეგმა და შესაძლებლობა“ ირანელების ზოგიერთი განცხადების რეალურობის შესამოწმებლად.

XS
SM
MD
LG