Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა სინგაპურის ყოფილი პრემიერ-მინისტრი


91 წლის ასაკში გარდაიცვალა სინგაპურის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ. ის სამი ათწლეულის განმავლობაში, 1990 წლამდე მართავდა სინგაპურს, რომელიც აქცია სახელმწიფო გლობალურ სავაჭრო და ფინანსურ ცენტრად. სინგაპურის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ლი კუან იუ 23 მარტს დილით სინგაპურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში თებერვალში, მწვავე პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს. ლი კუან იუ იყო სინგაპურის „სახალხო მოძრაობის პარტიის“ თანადამფუძნებელი. ეს პარტია 1959 წლიდან მართავს სინგაპურს. ლი კუან იუ ავტორიტარი ლიდერი იყო. მან შეზღუდვები დააწესა სიტყვის თავისუფლებასა და სახალხო გამოსვლებზე, რადგან ეს, მისი აზრით, იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მრავალეროვან და მრავალსარწმუნოებრივ სახელმწიფოში.

XS
SM
MD
LG