Accessibility links

logo-print

აშრაფ ღანი: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ორმხრივ ინტერესებშია


ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ავღანეთისა და აშშ-ის ორმხრივ ინტერესებშია. აშრაფ ღანიმ 22 მარტს „სი-ენ-ენის“ ეთერში ილაპარაკა. ის ვაშინგტონში იმყოფება პირველი ოფიციალური ვიზიტით. ღანიმ პატივი მიაგო ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს, ვინც დაიღუპა და დაშავდა ავღანეთში. ღანი აშშ-ში იმყოფება ავღანეთის უზენაეს აღმასრულებელ პირთან - აბდულა აბდულასთან ერთად. ისინი შეხვდებიან აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და სახელმწიფო მდივან ჯონ კერის. მოლაპარაკებები შეეხება სხვადასხვა საკითხს, დიდწილად კი - უსაფრთხოებას. ღანი სიტყვით გამოვა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.

XS
SM
MD
LG