Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული


ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ოფიციალურად შესრულება დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის მეთაურმა, კაპიტანმა გიორგი ჯალაღონიამ მისია ოფიციალურად ჩაიბარა ორეგონის შტატის ეროვნული გვარდიის პირველი ესკადრონის სარდლობისგან. ცერემონია ქაბულში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბში გაიმართა. ქართველი სამხედროების ამოცანა ავღანეთის დედაქალაქში მდებარე, "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.

XS
SM
MD
LG