Accessibility links

logo-print

რუსეთში ულტრანაციონალისტთა საერთაშორისო შეკრებაზე დაგმეს დასავლეთი


სანქტ-პეტერბურგში გაიმართა ევროპელი, ამერიკელი და პრეზიდენტ პუტინის მომხრე რუსი ულტრანაციონალისტების შეკრება, რომელზეც მკაცრად გააკრიტიკეს დასავლეთი. "რუსეთის საერთაშორისო კონსერვატიული ფორუმის" მონაწილეებმა 22 მარტს დაგმეს დასავლეთის პოზიცია უკრაინაში კონფლიქტის მიმართ და ხოტბა შეასხეს რუსეთის ძალისხმევას „ტრადიციული ღირებულებების“ დასაცავად. 200-მდე მონაწილეს შორის იყვნენ საბერძნეთის ნეონაცისტურ პარტია „ოქროს გარიჟრაჟის“ წევრები და გერმანიის ნეონაცისტური პოლიტიკური ძალის, ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მმართველობის წევრი, უდო ფოიგტი. შეკრება, რომელიც შეწყვეტილ იქნა ბომბით მუქარის გამო, კრიტიკის საგანია რუსეთში და მის საზღვრებს მიღმა. როგორც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“, „ფაშისტები ძალიან უცნაურად და ძალიან სწრაფად გახდნენ რუსეთის მეგობრები“. ულტრანაციონალისტების შეკრების გასაპროტესტებლად ათობით ანტიფაშისტმა გამართა აქცია, რომელზეც რვა მათგანი დააკავეს.

XS
SM
MD
LG