Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მოითხოვენ სამართლიანობას ლინჩის წესით გასამართლებული ქალისთვის


ქაბულში ასობით ადამიანი შეიკრიბა მოთხოვნით, დაისაჯონ პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ყურანის დაწვაში ბრალდებული ქალის ლინჩის წესით გასამართლებაში. 27 წლის ქალი, რომელიც რელიგიური სასწავლებლის სტუდენტი იყო, ცემით მოკლეს 19 მარტს, რის შემდეგაც მისი გვამი დაწვევს და მდინარეში გადააგდეს. ინციდენტი ქაბულის ერთ-ერთ მეჩეთთან მოხდა. პოლიციის ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოკლულმა მართლაც დაწვა ყურანი. მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია 13 ადამიანი. ამას გარდა, სამსახურიდან დაითხოვეს 13 პოლიციელი, რომელმაც, ბრალდების თანახმად, არაფერი მოიმოქმედა თავდასხმის შესაჩერებლად. მკვლელობა დაგმო ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ.

XS
SM
MD
LG