Accessibility links

logo-print

ცნობების თანახმად, დაიღუპა ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟიშვილი


უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთში დაიღუპა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ ინუკოვიჩის ვაჟიშვილი, უმცროსი ვიქტორ იანუკოვიჩი. უკრაინელმა პარლამენტარმა ანტონ გერაშჩენკომ 22 მარტს დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“, რომ იმ დღეს „ტრაგიკულად დაიღუპა“ ვიქტორ იანუკოვიჩი. გერაშჩენკოს ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელითაც იანუკოვიჩი მგზავრობდა, ყინული ჩაუტყდა ბაიკალის ტბაზე. გადარჩა ავტომანქანაში მყოფი ყველა დანარჩენი მგზავრი. რუსეთის ხელისუფლებას არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია. 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩი, ცნობების თანახმად, ფსევდონიმს იყენებდა - ვიქტორ დავიდოვს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახის უდიდესი ნაწილი რუსეთში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც უკრაინაში 2014 წლის თებერვალში დაამხეს იანუკოვიჩის მმართველობა უარის გამო, გეგმისამებრ, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე.

XS
SM
MD
LG