Accessibility links

logo-print

94 წლის შალვა სიჭინავა ყოველ დილით უფასო სასადილოში მიდის და ცხელი საჭმელი სახლში მოაქვს. იქ მას თავისი მეუღლე ელოდება, რომელსაც სიარული უჭირს. შუადღისას სადილზე მოხუცთა თავშესაფარ „კათარზისში“ მიდის, სადაც შეუძლია სხვა ხანდაზმულებთან ერთად სითბოში მთელი დღე გაატაროს, ჭადრაკი ითამაშოს, ტელევიზორს უყუროს ან უბრალოდ თავისი ასაკის ხალხს დაელაპარაკოს. ამბობს, რომ როცა ახალგაზრდა ხარ, ვერც კი წარმოგიდგენია, როგორი სიბერე შეიძლება გელოდეს. შალვა და მისი მეუღლე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე შეღავათებით არ სარგებლობენ. მათი ყოველთვიური შემოსავალი 150-ლარიანი პენსიაა, რომელიც წამლების საყიდლადაც გაჭირვებით ყოფნით.

თქვენი მოსაზრება

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG