Accessibility links

logo-print

საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა


საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, გამარჯვება ერგო ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულ პარტიასა და მის მოკავშირეებს. ეს ცნობა ეწინააღმდეგება ულტრანაციონალისტურ პარტია „ნაციონალურ ფრონტის“ ლიდერის, მარინ ლე პენის მიერ არჩევნების დღეს, კვირას გაკეთებულ განცხადებას მისი პარტიის გამარჯვების თაობაზე. ადგილობრივი არჩევნების შედეგი ითვლება მოულოდნელ წარუმატებლობად ლე პენისათვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი ანტიევროპული, იმიგრაციის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა პირველ ადგილზე გავიდოდა არჩევნების პირველივე ტურში. წინასწარი მონაცემებით, სარკოზისა და მისი მოკავშირეების პარტიებმა ერთად მოიპოვეს ამომრჩევლების ხმათა 30%-მდე მაშინ, როცა „ნაციონალურ ფრონტს“ 26% ერგო. როგორც მოსალოდნელი იყო, მესამე ადგილზე გავიდა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტური პარტია. არჩევნების მეორე ტური 29 მარტს გაიმართება.

XS
SM
MD
LG