Accessibility links

logo-print

უკრაინის "რეგიონების პარტია" ადასტურებს ცნობას იანუკოვიჩის შვილის დაღუპვის შესახებ


უკრაინაში პარტია, რომელსაც წინათ ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელმძღვანელობდა, ადასტურებს, რომ დაიღუპა იანუკოვიჩის ვაჟიშვილი, უმცროსი ვიქტორ იანუკოვიჩი. "რეგიონების პარტია" 23 მარტის განცხადებით იუწყება 20 მარტს მისი ტრაგიკული სიკვდილის შესახებ. განცხადებაში არ არის ნათქვამი, როგორ დაიღუპა 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩი. ხოლო 22 მარტს გავრცელებულ ცნობებში და უკრაინელი პარლამენტარების განცხადებებში ნათქვამი იყო, რომ ავტომანქანას, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის შვილი იჯდა, ყინული ჩაუტყდა ბაიკალის ტბაზე, რუსეთში. ის, ცნობების თანახმად, ფსევდონიმს იყენებდა - ვიქტორ დავიდოვს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახის უდიდესი ნაწილი რუსეთში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც უკრაინაში 2014 წლის თებერვალში დაამხეს იანუკოვიჩის მმართველობა უარის გამო, გეგმისამებრ, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე.

XS
SM
MD
LG