Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელი ტედ კრუსი აპირებს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას


რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუსი აცხადებს, რომ თავის კანდიდატურას წამოაყენებს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე. 44 წლის კრუსმა 23 მარტს „ტვიტერით“ გაავრცელა ეს ცნობა. აქამდე დიდი ხანი ვარაუდობდნენ, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვებოდა. კრუსი კონსერვატიულ მოძრაობა „ჩაის პარტიის“ ფავორიტია და ითვლება პირველ მნიშვნელოვან კანდიდატად, რომელიც 2016 წლის საარჩევნო კამპანიისათვის დასახელდა. მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირებში ათზე მეტი პრეტენდენტი გამოთქვამს თავისი კანდიდატურის წამოყენების სურვილს. კრუსი კუბელი ამერიკელია, რესპუბლიკელი სენატორი ტეხასიდან.

XS
SM
MD
LG