Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს


ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო ვაშინგტონისათვის მადლობის გადახდით 14-წლიან ომში ავღანეთის მხარდაჭერისათვის. პენტაგონში გამართულ ცერემონიაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი მიესალმა ღანისა და ავღანეთის აღმასრულებელ ლიდერს, აბდულა აბდულას. ავღანეთში ნატოს საბრძოლო მისია ოფიციალურად შარშან დეკემბერში დასრულდა, მაგრამ აშშ-ს 9800 ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში და აშრაფ ღანი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან 24 მარტის შეხვედრაზე იმსჯელებს იმის შესახებ, ბევრი ჯარისკაცი დარჩება თუ არა 2016 წლამდე ნაცვლად იმისა, რომ მათი რიცხვი, გეგმისამებრ, 5500-მდე შემცირდეს. ვაშინგტონში ავღანეთის პრეზიდენტის ვიზიტი ითვალისწინებს მის შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთანაც.

XS
SM
MD
LG