Accessibility links

ყარაბაღელი ჯარისკაცი აზერბაიჯანის მხარეზე გადავიდა


აზერბაიჯანისა და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ცნობით, აზერბაიჯანის მხარეზე გადავიდა ყარაბაღელი ჯარისკაცი ანდრანიკ გრიგორიანი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 23 მარტს გაავრცელა ცნობა, რომ სეპარატისტების სამხედრო ძალებში კონტრაქტით დასაქმებულმა გრიგორიანმა სეპარატისტების ჯარი მიატოვა. მანამდე, 22 მარტს მთიანი ყარაბაღის სამხედრო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯარისკაცმა თავისი პოსტი დატოვა და აზერბაიჯანელების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე გადავიდა. ბაქო და ერევანი მეოთხედი საუკუნეა, ერთმანეთს უპირისპირდებიან აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. რეგიონს, რომელშიც უმეტესწილად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, 1990-ანი წლების ადრეული პერიოდიდან აკონტროლებენ სომხეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები. მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირებამ 30 ათასამდე ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG