Accessibility links

logo-print

ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა ოფიციალურად წარადგინა


მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ის დღეს მოსამართლეებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უზენაესი სასამართლოს შენობაში წარუდგინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. „ქართული სასამართლოს ისტორიაში იდგმება ძალიან მტკიცე ნაბიჯი, რომ სასამართლო ემსახურებოდეს მთავარს - ადამიანს და მის ინტერესებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო უნდა იყოს ადამიანში სამართლიანობის განცდის მთავარი გარანტი, მისი დეპოლიტიზაცია კი სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობაა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თამჯდომარეობის ყველა კანდიდატს, ყოფილ თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს, ახალ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და საქართველოს პარლამენტს, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის თქმით, საკითხი ღრმად შეისწავლა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG