Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერმა ბიზნესომბუდსმენს ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა დაავალა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენს ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა დაავალა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს ინიციატივას, საქართველოს მთავრობაში გამოიყოს საკონტაქტო პირი ისრაელის ინვესტორებსა და საჭირო უწყებებს შორის კომუნიკაციისთვის.

XS
SM
MD
LG