Accessibility links

პარლამენტს წარუდგინეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე, სახელისუფლო შტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევის თაობაზე პარლამენტს უკვე წარედგინა. პარლამენტის სახელზე დაწერილ ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე, ნათქვამია: „გთხოვთ, ხსენებულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვიოთ საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური და საპატიო სტუმრები, რომლებიც ტრადიციულად ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას“. პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 31 მარტისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG