Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა


საქართველოს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის ტრადიციული გამოსვლის გამო პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა, რომელსაც ხელს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აწერს. “გთხოვთ, ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვიოთ საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასმედიისწარმომადგენლები და ასევე, ოფიციალური და საპატიო სტუმრები, რომლებიც ტრადიციულად ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას“, - ნათქვამია გიორგი კვერენჩხილაძის მიმართვაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 23 მარტს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც მისვლის სურვილი ექნება. დავით უსუფაშვილის განმარტებით, პარლამენტის მიერ არჩეულ, თუ დანიშნულ თანამდებობის პირებს სხდომაზე მისვლა ყოველგვარი მიწვევის და ნებართვის გარეშე შეუძლიათ. მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს 31 მარტს წარუდგენს.

XS
SM
MD
LG