Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ობამას უკრაინის შეიარაღებისაკენ მოუწოდებს


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 23 მარტს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ ბარაკ ობამას რეკომენდაციას აძლევს, დაიწყოს უკრაინისათვის საბრძოლო იარაღის მიწოდება. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 348-მა კანონმდებელმა, 48 - წინააღმდეგი იყო. რეზოლუცია მოუწოდებს სახელმწიფოს მეთაურს, გამოიყენოს „კონგრესის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება ლეტალური, საბრძოლო იარღით უკრაინის უზრუნველყოფის თაობაზე.“ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგება ხელს არ შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას აღმოსავლეთ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG