Accessibility links

logo-print

გაერო ირანის ბირთვულ პროგრამაში „შეზღუდულ პროგრესზე“ საუბროს


გაეროს ბირთვული შეიარაღების მაკონტროლებელი მთავარი უწყება აცხადებს, რომ თეირანთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო, რადგან მისმა წარმომადგენლებმა „შეზღუდულ პროგრესს“ მიაღწიეს ირანის ბირთვული პოტენციალის შეფასების დროს. ამის თაობაზე 23 მარტს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა მდივანმა იუკია ამანომ. კერძოდ, საერთაშორისო ინსპექტორები სირთულეებს წააწყდნენ ირანის ბირთვული მასალების სავარაუდო სამხედრო ასპექტების შესწავლის საქმეში, რის გამოც „ჯერ კიდევ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ირანის მთელ ბირთვულ არსენალს სამშვიდობო დანიშნულება აქვს,“ - დასძინა იუკია ამანომ.

XS
SM
MD
LG