Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუბაროვი ყირიმელ თათრებს მოუწოდებს, დარჩნენ ნახევარკუნძულზე


ყირიმელი თათრების მეჯლისის მეთაური რეფატ ჩუბაროვი თანამემამულეებს მოუწოდებს, დარჩნენ ნახევარკუნძულზე რუსეთის ანექსიის შემდეგ გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად. დღეს ევროპის პარლამენტში გამოსვლისას ჩუბაროვმა გაიხსენა იოსებ სტალინის მიერ მოწყობილი ყირიმელი თათრების მასობრივი დეპორტაცია. „2014 წლის აპრილის შემდეგ რუსეთის მხრიდან უკვე არაფერს გამოვრიცხავთ, არც მთელი ერების დეპორტაციებს“ - თქვა ჩუბაროვმა. 1944 წელს სტალინმა 180 ათასამდე ყირიმელი თათარი გადაასახლა ცენტრალურ აზიაში. ბევრი მათგანი გზაში, ზოგი კი ახალ ქვეყანაში ჩასვლისას დაიღუპა. 1980-იან და 90-იან წლებში ბევრი ყირიმელი თათარი უკან, ყირიმში, დაბრუნდა. როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციები იუწყებიან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ყირიმელი თათრების მიმართ იმატა დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევებმა. ყირიმელი თათრების უმეტესობა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგი იყო. ჩუბაროვი ამბობს, რომ უკვე შეინიშნება ემიგრაციაში წასვლის ტენდენცია.

XS
SM
MD
LG