Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კოალიცია ერაყს ეხმარება თიქრითის აღებაში


დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებული საერთაშორისო კოალიცია, სავარაუდოდ, ეხმარება ერაყის მთავრობას ქალაქ თიქრითის აღებაში. დასავლეთის მედიასაშუალებები მაღალი თანამდებობის ანონიმ პირზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ კოალიციამ დღეს დაიწყო ერაყის სათვალთვალო და საიდუმლო სამსახურების დახმარება ერაყის მთავრობის თხოვნით. ერაყის სადაზვერვო სამსახურს კი, აშშ უკვე 21 მარტიდან ეხმარება. ოფიციალური ინფორმაციით, კოალიცია ერაყის არმიას აქამდე მხოლოდ სამხედრო წვრთნას უტარებდა. ამასთან, ის განაგრძობს ტერორისტების პოზიციებზე საჰაერო იერიშების მიტანას. ქალაქი თიქრითი ივნისში ჩავარდა ტერორისტების ხელში. ერაყი 2 მარტიდან ცდილობს მის გათავისუფლებას.

XS
SM
MD
LG