Accessibility links

logo-print

ავღანეთში აპროტესტებენ ქალის მკვლელობას


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ქუჩებში გამოვიდა ათასობით ადამიანი და პროტესტი გამოხატა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის გამო. საპროტესტო აქცია, რომელშიც დღეს, სავარაუდოდ, 3000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, უკვე ორი დღეა გრძელდება. დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. პოლიციის ინფორმაციით, ბრბომ ცემით მოკლა ახალგაზრდა ქალი, ფარხუნდა და მის გვამს ცეცხლი წაუკიდა მას შემდეგ, რაც, როგორც ამას თავად პოლიცია აცხადებს, მკითხავებმა იგი უმიზეზოდ დაადანაშაულეს ყურანის დაწვაში. მკვლელობაში მონაწილეობისთვის პოლიციამ უკვე დააკავა 28 ადამიანი.

XS
SM
MD
LG