Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაპოვნია ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის "შავი ყუთი"


საფრანგეთის ოფიციალური პირების ცნობით, ნაპოვნია "შავი ყუთი", რომელიც ეკუთვნოდა საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილ, ესპანეთიდან გერმანიაში მიმავალ სამგზავრო თვითმფრინავს. კომპანია „ჯერმანუინგზის“ თვითმფრინავში, რომელიცბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა, 144 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდნენ. საფრანგეთის ოფიციალური პირების ცნობით, თვითმფრინავის „შავ ყუთს“ მალე გადასცემენ გამომძიებლებს. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ კატასტროფის ადგილას ვერტმფრენმა მოახერხა დაშვება, თუმცა მაშველებს გადარჩენილი არავინ უნახავთ. თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოჩენილია. ტრაგედიის ადგილზე გაგზავნილია სამძებრო-სამაშველო ჯგუფები. ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ კატასტროფის ადგილი ძნელად მისადგომად ითვლება. „ჯერმანუინგზი“ იაფი ავიაკომპანიაა, რომელიც „ლუფტჰანზასთან“ არის დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG