Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა კვლავ დაარღვიეს საერთაშორისო წესები


სამშაბათს შვედეთისა და ნატოს ავიაგამანადგურებლები განგაშის რეჟიმში აფრინდნენ, რომ გაეცილებინათ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდნენ ჩართული ამოსაცნობი სისტემებით. შვედეთის, დანიისა და იტალიის ავიაგამანადგურებლებმა, რომლებიც ლიტვაში არიან ბაზირებული, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გააცილეს რუსეთის ორი სტრატეგიული ატომური ბომბდამშენი "ტუ-22ემ3" და ორი მოიერიშე თვითმფრინავი "სუ-27", როცა ისინი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში კალინინგრადის მიმართულებით მიფრინავდნენ. ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო თვითფრინავები მიფრინავდნენ ჩართული ამოსაცნობი სისტემებით, არ ამყარებდნენ კონტაქტს სამოქალაქო ავიადისპეჩერებთან და არ წარმოუდგენიათ თავიანთი ფრენისწინა გეგმა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგო ვალსტრომმა „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მოქმედებას და განაცხადა, რომ მათ დაარღვიეს საერთაშორისო საავიაციო წესები. ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გახშირდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენა ევროპის საჰაერო სივრცეში, განსაკუთრებით - ბალტიის ზღვის თავზე, სადაც ისინი ჩართული ამოსაცნობი სისტემებით დაფრინავენ. ასეთი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის სამგზავრო თვითმფრინავების რეისებს. „დავიღალეთ წესების ასეთი დარღვევების პროტესტით“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნატოს არაწევრი შვედეთისა და ფინეთის საჰაერო ძალები ემზადებიან აშშ-სთან ერთად წვრთნებისთვის ბალტიის რეგიონში.

XS
SM
MD
LG