Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში დაკავებულ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას პირველად მისცეს ნათესავების ნახვის უფლება


აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რადიო თავისუფლების თანამშრომელ ხადიჯა ისმაილოვას, რომელიც დეკემბრის დასაწყისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, პირველად მიეცა ნათესავების ნახვის უფლება. ისმაილოვას დამ, საბინა რაჰიმოვამ 25 მარტს განაცხადა, რომ თავის ქალიშვილთან ერთად 24 მარტს ნახა ხადიჯა ბაქოს იზოლატორში და მას ესაუბრა. საუბრისას მათ მინის ფანჯარა ჰყოფდა. რაჰიმოვას შეფასებით, ხადიჯა მხნედ არის. მან დას სთხოვა, მოკითხვა გადასცეს მის მეგობრებს, კოლეგებსა და ნათესავებს. ხადიჯა ისმაილოვა 5 დეკემბერს დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს თვითმკვლელობისაკენ წაქეზების ბრალდებით. თავის მხრივ, ხადიჯა ირწმუნება, რომ მისი დაპატიმრება არის ხელისუფლების შურისძიება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მისი საქმიანობის გამო. უფლებადამცველი ორგანიზაციები მკაცრად გმობენ ხადიჯა ისმაილოვას დაკავებას.

XS
SM
MD
LG