Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში საჰაერო დარტყმებისას მოკლეს 30-მდე ექსტრემისტი


პაკისტანის დაზვერვის წარმომადგენლების ცნობით, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის რეგიონში საჰაერო დარტყმებისას მოკლეს 30-მდე ექსტრემისტი, ჯგუფ „ლაშქარ-ე-ისლამის“ წევრები. პაკისტანის უწყებათშორისი ჯგუფის ცნობით, საჰაერო იერიშები 25 მარტს, დილით განხორციელდა. პაკისტანის მედია როგორც იუწყება, მოკლულებს შორის არის „ლაშქარ-ე-ისლამის“ პრესმდივანი სალაჰუდინ აიუბი. პაკისტანელი სამხედროები რამდენიმე დღეა, ახორციელებენ იერიშებს ექსტრემისტების პოზიციებზე ხიბერში, ტირაჰის ველზე, ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონებში მასშტაბური თავდასხმითი ოპერაციის ფარგლებში. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულებს შორის არის შვიდი პაკისტანელი ჯარისკაცი. ექსტრემისტები რამდენიმე წელია, თავშესაფრად იყენებენ პაკისტანის მთიან რაიონებს, რომლებსაც ადგილობრივი კლანები აკონტროლებენ, რათა იერიშები მიიტანონ პაკისტანის ჯარებზე და საზღვრის მეორე მხარეს, ავღანეთის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG