Accessibility links

logo-print

ეროვნული ბანკი არ მოელის ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკი არ მოელის ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას. როგორც ქადაგიძემ თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლარის კურსის გაუფასურებით დაზარლდა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი, ადამიანები, ვისაც სესხები დოლარში აქვთ აღებული და გრძელდება მუშაობა სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. ქადაგიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ სავალუტო შემოდინებები აღდგეს და საქართველოში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც თავისთავად რეალური შემოსავლების ზრდაში გამოიხატება. დღევანდელი მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულებაა 2.228 ლარი, რაც ნიშნავს, რომ დოლარი ოდნავ გაძვირდა წინა დღესთან შედარებით.

XS
SM
MD
LG