Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: საქართველოში გრძელდება დემოკრატიზაციის პროცესი


ევროკავშირის შეფასებით, საქართველოში გრძელდება დემოკრატიზაციის პროცესი, მაგრამ საჭიროა უმცირესობათა უფლებების უკეთ დაცვა. 25 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხსენიებულია სხვა პრობლემებიც და აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს შეფასებები გამოთქმულია ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ დაამტკიცა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შედეგების შესაფასებლად. ანგარიშში საუბარია 2014 წელს მიღწეულ წინსვლასა და ნაკლოვანებებზე ქვეყნებში, რომლებიც მდებარეობენ ევროკავშირის აღმოსავლეთით და სამხრეთით. მათ შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდავეთი და უკრაინა. როგორც იუწყებიან, ევროკავშირი მკაცრად აკრიტიკებს აზერბაიჯანის მთავრობას. აზერბაიჯანის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წელს შეინიშნებოდა უკუსვლა დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში და ადამიანის უფლებების და ფირითად თავისუფლებების კუთხით. ხოლო უკრაინაზე წერია, რომ რეფორმები განხორციელდა ეკონომიკური პრობლემებისა და სეპარატისტებთან შეიარაღებული კონფლიქტის ძალიან რთულ კონტექსტში.

XS
SM
MD
LG