Accessibility links

logo-print

უკრაინის პოლიციამ მთავრობის სხდომაზე დააკავა ორი ოფიციალური პირი


25 მარტს უკრაინის პოლიციამ შეწყვიტა მთავრობის სხდომა, რომელსაც ტელევიზია პირდაპირ ეთერში აჩვენებდა: პოლიციელებმა დააკავეს საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის უფროსი სერგეი ბოჩკოვსკი და მისი მოადგილე ვასილი სტოეტსკი. ორივე ხელბორკილებით გაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განმარტებით, ორივეს წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება კორუფციაში ეჭვმიტანის საფუძველზე. პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ორი ეჭვმიტანილი ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა უკრაინაში ეკონომიკური სირთულეების და რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან კონფლიქტის დროს. ბოჩკოვსკი და სტოეტსკი დააკავეს სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის თანამდებობიდან გავლენიანი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის გათავისუფლების შესახებ. ეს ნაბიჯი მიჩნეულია კიდევ ერთ სიგნალად, რომ კიევი ოფიციალური პირებისაგან მოითხოვს კიევის მიერ განსაზღვრული კურსის ერთგულებას ქვეყნის უშიშროებისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე. კოლომოისკის გადაყენება მოჰყვა დავას სახელმწიფო ნავთობკომპანიების გაკონტროლების გარშემო და ბრალდებებს, რომ კოლომოისკიმ კერძო შეიარაღებული ჯგუფები გამოიყენა საკუთარი ინტერესების დასაცავად.

XS
SM
MD
LG