Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქაბულში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილე გულ აღა როჰანის ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ხალხით სავსე ადგილთან მურადხანის რაიონში, სადაც პრეზიდენტის სასახლე, თავდაცვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო მდებარებს. ქაბულის საავადმყოფოების ხელმძღვანელის, კაბირ ამირის მონაცემებით, დაიჭრა, სულ ცოტა, 22 ადამიანი. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

XS
SM
MD
LG