Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ლიდერები ავიაკატასტროფის ადგილზე ჩავიდნენ


საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ლიდერები ჩავიდნენ საფრანგეთში, ალპებში იმ ადგილის მოსანახულებლად, სადაც 24 მარტს კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია „ჯერმანუინგზის“ სამგზავრო თვითმფრინავმა და დაიღუპა 150 ადამიანი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატასტროფის ადგილს გადაუფრინეს, ვიდრე შეხვდებოდნენ სამძებრო ოპერაციის მონაწილეებს. „აერობუსის“ თვითმფრინავი A320 ბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა, როცა საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ნამსხვრევებში უკვე იპოვეს შავი ყუთი, მაგრამ ის, ფრანგი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაზიანებულია. „ლუფტჰანზა“, რომლის შვილობილი კომპანიაც არის „ჯერმანუინგზი“, აცხადებს, რომ თვითმფრინავიდან არ გაუგზავნიათ განგაშის სიგნალი და მფრინავები არ პასუხობდნენ მათთან კონტაქტის დამყარების მცდელობას. „ჯერმანუინგზის“ ინფორმაციით, მგზავრებს შორის იყო გერმანიის 72 მოქალაქე.

XS
SM
MD
LG