Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ქვეყნის დახმარებისათვის


ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ავღანეთში მისი ჯარისკაცების ბრძოლისათვის. ღანის თქმით, ავღანელები ვალში არიან 2315 ამერიკელ სამხედრო პირთან, ვინც მათ ქვეყანაში დაიღუპა და 20 000-ზე მეტთან, ვინც დაიჭრა თავისი ქვეყნისა და ავღანეთის სამსახურში. ეს განცხადებები აშრაფ ღანიმ გააკეთა 25 მარტს, შეერთებული შტატების კონგრესის ორი პალატის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას. წინა დღეს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეანელებს ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის პროცესს - 2015 წლის ბოლომდე დატოვებს 9800 ჯარისკაცს. აშრაფ ღანიმ ვაშინგტონს ასევე მადლობა გადაუხადა ავღანეთში განვითარებისა და სხვა სამოქალაქო პროცესების მხარდაჭერისათვის. მან ისაუბრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოზეც“, რომელსაც უწოდა „საშინელი საფრთხე“ დასავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის. ღანის თბილად შეეგებნენ კონგრესის წევრები.

XS
SM
MD
LG