Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიიტი მეამბოხეების რაზმებმა ადენის აეროპორტი დაიკავეს


იემენის პრეზიდენტი აბდ-რაბუ მანსურ ჰადი გაიქცა ქალაქ ადენიდან, რომლის აეროპორტი მოგვიანებით შიიტმა მეამბოხეებმა დაიკავეს. ჰადიმ გასულ თვეში შეაფარა თავი ადენს მას შემდეგ, რაც გაიქცა იემენის დედაქალაქ სანადან. სანა უკვე დაპყრობილი აქვთ მეამბოხე ჰუტებს. 25 მარტის დილას მეამბოხეებმა, რომლებსაც ეხმარებიან მათ მხარეს გადასული იემენელი ჯარისკაცები, კონტროლი დაამყარეს ადენიდან 60 კილომეტრში მდებარე საჰაერო ბაზაზე. ამასობაში, სახელმწიფო ტელევიზიამ, რომელსაც ასევე მეამბოხეები აკონტროლებენ, გამოაცხადა, რომ 100 ათასი დოლარის ჯილდოა დაწესებული პრეზიდენტის შეპყრობისათვის. 24 მარტს პრეზიდენტმა ჰადიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თხოვნით, მხარი დაუჭიროს "მსურველი ქვეყნების" სამხედრო ინტერვენციას იემენის დასაცავად.

XS
SM
MD
LG