Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: რუსეთთან კონსტრუქციული პოლიტიკა ზრდის რეგიონის უსაფრთხოებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, რომელიც რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გზით საფრთხეების შემცირებას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა მიზნად. „ამ ახალი მიდგომის შედეგად ჩვენ მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია, შევძელით ბაზრის გახსნა ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისათვის, ექსპერტი გაიზარდა 468 პროცენტით, გავიტანეთ რუსეთის ბაზარზე ღვინო, მინერალური წყლები და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მარტს გამართულ ვრცელ პრესკონფერენციაზე. უსაფრთხოების გარემოს გაუმჯოებესების შედეგად გაიზარდა უცხოელი ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი, ხოლო მოსკოვთან საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციულ პოლიტიკას მხარს უჭერენ აშშ-ი, გერმანია და საფრანგეთი. „რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ რუსეთმა იგივე სულისკვეთებით არ უპასუხა ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკურ მიდგომებს და გვაქვს ეს აბსოლუტურად გაუგებარი ხელშეკრულებები (სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან), რაც ვერასოდეს ჩაითვლება ლეგიტიმურად“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

XS
SM
MD
LG