Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი გამომძიებლები ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავ ყუთს“ სწავლობენ


ფრანგმა ექსპერტებმა დაიწყეს იმ მონაცემების დამუშავება, რაც კომპანია „ჯერმანუინგზის“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთში აღმოჩნდა. „ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, როგორც მფრინავების საუბრის ამსახველ ჩანაწერით ირკვევა, კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთ-ერთმა მფრინავმა დატოვა კაბინა და შემდეგ უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. „ისმის, თუ როგორ აკაკუნებს კარებზე მამაკაცი, რომელსაც კარებს არავინ უღებს“, - განუცხადა გაზეთს წყარომ, რომელიც თვითჩამწერის გაშიფვრის შედეგებს გაეცნო. გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზაში“ კი ამბობენ, რომ მათ არ მიუღიათ ინფორმაცია ოფიციალური პირებისაგან, რომლებიც შეძლებენ დაადასტურონ ამ წყაროს ინფორმაცია. 25 მარტს საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ლიდერები ჩავიდნენ საფრანგეთში, ალპებში იმ ადგილის მოსანახულებლად, სადაც 24 მარტს კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია „ჯერმანუინგზის“ სამგზავრო თვითმფრინავმა და დაიღუპა 150 ადამიანი.

XS
SM
MD
LG