Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრისთვის მიუღებელია ნატოს შესახებ „მრეწველთა“ ლიდერის აზრი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ იზიარებს ნატოს მიმართ პარტია „მრეწველების“ ლიდერის გოგი თოფაძის უარყოფით დამოკიდებულებას. თბილისში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მრეწველთა“ პარტია, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ოფიციალურად სრულად ეთანხმება ხელისუფლების საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკას. პრემიერის თქმით, მისთვის მიუღებელია ნატოს შესახებ „მრეწველთა“ ლიდერის აზრი, თუმცა ეს გოგი თოფაძის პირადი პოზიციაა და არა მმართველი კოალიციის. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ურჩია ამ თემაზე დიდი დრო არ დახარჯონ, რადგან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი დიდი ხანია სრულიად ნათელია და მას მთავრობა ეფექტურად ახორციელებს. შეკითხვას, მოიაზრებს თუ არა „მრეწველებს“ პარტნიორად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ არჩევნებამდე დიდი დროა.

XS
SM
MD
LG