Accessibility links

logo-print

ლოზანაში განახლდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე


26 მარტს განახლდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. ლოზანაში თავდაპირველად ერთმანეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრო ჯავად ზარიფი შეხვდებიან. მათ მოგვიანებით შეუერთდებიან ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. 31 მარტს იწურება ვადა, როდესაც მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ და ირანმა უნდა შეიმუშაონ შეთანხმების პროექტი, რომელიც ირანის ბირთვული აქტივობის შეზღუდვის სანაცვლოდ, თეირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების შერბილებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG