Accessibility links

საუდის არაბეთმა საავიაციო იერიში განახორციელა შიიტი ჰუტისების პოზიციებზე


საუდის არაბეთის ავიაციამ იერიში განახორციელა იემენის ტერიტორიაზე არსებულ იმ ობიექტებზე, რომლებსაც მეამბოხე შიიტი ჰუტისები აკონტროლებენ. აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის ინფორმაციით, ამ ოპერაციის მიზანი „ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის აბდ რაბი მანსურ ხადის ხელისუფლების დაცვაა“. იემენის პრეზიდენტმა ოთხშაბათს დატოვა ქალაქი ადენი, რომელშიც ის და მისი მთავრობა მას შემდეგ განთავსდა, რაც მიმდინარე წლის იანვარში შიიტმა მეამბოხეებმა კონტროლს დაუქვემდებარეს დედაქალაქი სანა.

XS
SM
MD
LG