Accessibility links

პუტინი: არჩევნების ჩაშლის მიზინით დასავლეთი შეთქმულებას გეგმავს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს რუსეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მიზნით შეთქმულებაში ადანაშაულებს. ამ და სხვა ბრალდებებზე ვლადიმერ პუტინმა 26 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მაღალი რანგის ოფიცრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ არსენალში შედის როგორ პოლიტიკური იზოლაცია, ისე ეკონომიკური ზეწოლა, მასშტაბური საინფორმაციო ომი და შპიონაჟი. თუმცა, ამ საშუალებებით რუსეთს ვერასოდეს დააშინებენ, - დასძინა პუტინმა.

XS
SM
MD
LG