Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი: ვცნობთ ირანის უფლებას განახორციელოს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ტელეფონით ესაუბრა თავის ირანელ კოლეგას, ჰასან როჰანის და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ჩიხიდან გამოყვანას შეეცადა. დღეს ოლანდის პრესმდივანმა განაცხადა, რომ საუბარი შედგა ირანის მხარის ინიციატივის საფუძველზე. ამავე ცნობაში წერია, რომ ოლანდმა ირანს გრძელვადიანი, მყარი და კონტროლს დაქვემდებარებული შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა. ამასთან, საფრანგეთი ცნობს ირანის უფლებას, განახორციელოს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, მაგრამ ითხოვს გარანტიას, რომ ირანი არ შექმნის ატომურ იარაღს. საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის ფონია მიმდინარე მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს შორის შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში.

XS
SM
MD
LG