Accessibility links

რუსეთში უკუაგდეს სავჩენკოს თხოვნა, შეეცვალათ მისი მოსამართლე


დღეს რუსეთში უკუაგდეს უკრაინის სამხედრო პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს თხოვნა, შეეცვალათ მოსამართლე, რომელიც მის საქმეს განაგებს. მოსკოვის ბასმანის სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ, არტურ კარპოვმა დღეს განმარტა, რომ სავჩენკოს თხოვნა საფუძველს მოკლებულია. პილოტის ადვოკატები ამბობენ, რომ კარპოვი შედის იმ ხალხის სიაში, რომელსაც აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა რუსი იურისტის, სერგეი მაგნიცკის მკვლელობასთან კავშირის გამო. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ სავჩენკოს ადვოკატები კარპოვის სხვა მოსამართლით შეცვლას.

XS
SM
MD
LG