Accessibility links

ირანელი ჟურნალისტი შვეიცარიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს


ირანელი ჟურნალისტი ამირ ჰოსეინ მოთაქი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს შვეიცარიაში, სადაც იგი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გასაშუქებლად ჩავიდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მოთაქიმ თქვა, რომ თავშესაფრის მოთხოვნა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა უწყებამ მასზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო ჟურნალისტური საქმიანობის გამო. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვთხოვა, მხოლოდ ის ამბები გაგვეშუქებინა, რომლებიც მას სურდა და არა ის, რომელთა გამოქვეყნებაც მას არ სურდა“, - განაცხადა მოთაქიმ, რომელიც მხარს უჭერს ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის პოლიტიკას. თავის მხრივ, პრეზიდენტი როჰანი ზეწოლას განიცდის ირანის კონსერვატიული ძალებისაგან, რომლებსაც მეტისმეტად ლიბერალურად მიაჩნიათ მისი პოლიტიკა კულტურისა და სოციალურ სფეროებში.

XS
SM
MD
LG