Accessibility links

პოლიციამ გაჩხრიკა ანდრეას ლუბიცის სახლი


გერმანიის პოლიციამ გაჩხრიკა სახლი „ჯერმანვინგზის“ თვითმფრინავის მეორე მფრინავისა, რომლის სავარაუდო განზრახვითაც 24 მარტს თვითმფრინავი საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდა. დაიღუპა 150 ადამიანი. ფრანგი პროკურორების განცხადებით, პილოტის კაბინაში არსებული ჩამწერის მონაცემებით შეიძლება ვარაუდი, რომ ანდრეას ლუბიცმა კაბინაში ჩაიკეტა თავი და საფრანგეთის ალპებში განზრახ მიმართა თვითმფრინავი მთასთან შესაჯახებლად. საფრანგეთის და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, არ არსებობს მონაცემი, რომელიც ლუბიცის ტერორისტობას დაადასტურებდა, თუმცა მისი მოქმედების საფუძველსაც ვერ ხსნიან. პროკურორების განცხადებიდან რამდენიმე საათში, რამდენიმე ავიაკომპანიამ დაუყოვნებლივ შეცვალა წესები და სავალდებულო გახადა კაბინაში ორი პილოტის მუდმივად ყოფნა. ანდრეას ლუბიცის მშობლიურ ქალაქში, მონტაბაურში, რაინლანდ-ფალცში, ლუბიცის მეზობლები ამბობენ, რომ ის თავაზიანი ახალგაზრდა იყო. პოლიცია ესტუმრა 27 წლის მფრინავის მშობლების ბინასაც.

XS
SM
MD
LG